ლიბიაში საერთო სასაფლაოების ძებნა გრძელდება

უკვე 225 გვამი აღმოაჩინეს

1455360
ლიბიაში საერთო სასაფლაოების ძებნა გრძელდება

ლიბიის არმიამ განაცხადა, რომ დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთ ნაწილში და მეამბოხე გენერლის, ჰალიფე ხაფთერის მიერ ოკუპირებული ქალაქ თერჰუნის და მისი შემოგარენის განთავისუფლების შემდეგ, 40 დღის განმავლობაში მათ საერთო სასაფლაოებში, მთლიანობაში 225 გვამი აღმოაჩინეს. ამავე განცხადებით, ქალაქ თერჰუნის ხაფტერის ძალებისგან გათავისუფლების შემდეგ, დაკარგულების ძებნისა და გამოვლენის ორგანიზაციამ, საერთო სასაფლაოების მოსაძებნად და ცხედრების აღმოსაჩენად მიიღო ყველანაირი  საჭირო ზომები. ამავე განცხადებას თან ერთვის ვიდეო რგოლი, რომელშიც გუშინ, ქალაქ თერჰუნაში აღმოჩენილი კიდევ 1 საერთო სასაფლაოდან ამოღებული და იდენტიფიცირებული 4 ცხედრის ახლიდან გასვენების ცერემონიაა ასახული



მსგავსი ინფორმაციები