ტრამპის ადვოკატი ახლიდან დააკავეს

იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა

1452401
ტრამპის ადვოკატი ახლიდან დააკავეს

აშშ-ისპრეზიდენტის დონალდ ტრამპის  ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი, რომელიც ახალი ტიპის კორნავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო, საპატიმროდან შინა პატიმრობაში იყო გადაყვანილი, ახლიდან დააკავეს. კოენის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ციხეში ვადამდე გათავისუფლების პირობების დარღვევის გამო, ხელახლა დააკავეს. კოენი გაათავისუფლეს 21 აპრილს, რათა  სასჯელის დარჩენილი ნაწილი, მისი მანჰეტენში მდებარე საკუთარ სახლში დაესრულებინა. კოენს, რომელსაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ტრამპის საარჩევნო კამპანიის გამოძიების საქმეში "ტყუილი" ჩვენების მიცემის გამო და კიდევ, "გადასახადებისგან თავის არიდების" ბრალდებით. სასჯელის მოხდისთვის იგი 2019 წლის მაისში, ოტივილში მდებარე ფედერალურ ციხეში მოათავსეს. 53 წლის კოენის სასჯელი, 2021 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.



მსგავსი ინფორმაციები