ტელე-წამყვანი, რომელმაც თურქეთს შეურაცყოფა მიაყენა განაჩენისათვის სასამართლოში  გადაიყვანეს

ტელე-წამყვანი, რომელმაც თურქეთს შეურაცყოფა მიაყენა განაჩენისათვის სასამართლოში  გადაიყვანეს

1452402
ტელე-წამყვანი, რომელმაც თურქეთს შეურაცყოფა მიაყენა განაჩენისათვის სასამართლოში  გადაიყვანეს

ლიბანში, წარმოშობით სომეხი ტელე-წამყვანი, ნესჰან დერ ჰარუტიანი, რომელმაც ერთ-ერთი გადაცემის დროს პირდაპირ ეთერში თურქეთს შეურაცყოფა მიაყენა, სასამართლოში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ლიბანური ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო,  NNA ავრცელებს. ჰარუტიანის დაკითხვები 8 ოქტომბერს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ჰარუტიანმა  ერთ-ერთი პოლიტიკური პროგრამის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა  როგორც ოსმალეთის იმპერიის, ასევე თურქეთის რესპუბლიკისა და მისი დღევანდელი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ.

ამ ფაქტის შემდეგ ლიბანელმა  ადვოკატმა  მუჰამედ ზიად ჯააფილიმ მის წინაშე სარჩელი შეიტანა.  „ჰარუტიანმა ადგილობრივი სატელევიზიო არხის ერთ-ერთ პროგრამაში, მოძმე თურქეთის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, რითაც ლიბანის ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ  სექტანტური პროვოკაცია გამოიწვია და ამიტომ, მის წინააღმდეგ სარჩელი იქნა აღძრული,“ განაცხადა ადვოკატ,  მუჰამედ ზიად ჯააფილიმ.     



მსგავსი ინფორმაციები