სეულის მერი გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ კორეაში, სეულის მერი პარკ ვონ-სუნი, რომლის ოჯახმა პოლიციას მისი დაკარგვას შესახებ აცნობა, გარდაცვლილი იპოვეს

1452518
სეულის მერი გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ კორეაში, სეულის მერი პარკ ვონ-სუნი, რომლის ოჯახმა პოლიციას მისი დაკარგვას შესახებ აცნობა, გარდაცვლილი იპოვეს.

საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის თანახმად, პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარკის ცხედარი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს.

განცხადებაში არ არის საუბარი მერის გარდაცვალების მიზეზებსა და მომხდარის დეტალებზე.

პარკის ქალიშვილმა პოლიციას გუშინ, ადგილობრივი დროით 17.17 საათზე შეატყობინა, რომ მამამისმა „4-5 საათის წინ ანდერძის მსგავსი შეტყობინება დატოვა, სახლიდან წავიდა და ტელეფონი გათიშული აქვს.“

პოლიციამ მერის ძებნა დრონების და ძაღლების გამოყენებით დაიწყო სანგბუკის უბანში, სადაც მისი ტელეფონის ბოლო სიგნალი დააფიქსირეს.

პარკი სეულის მერი 2011 წლიდან იყო.


საკვანძო სიტყვები: #სამხრეთ კორეა , #სეული

მსგავსი ინფორმაციები