აშშ-ში თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე მისულ კორესპონდენტს კოვიდ-19 დაუდგინდა

აშშ-ში თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე მისულ კორესპონდენტს კოვიდ-19 დაუდგინდა

1452380
აშშ-ში თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე მისულ კორესპონდენტს კოვიდ-19 დაუდგინდა
super covid19 2.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 557 ათასს, დაავადებულთა 12 მილიონ 393 ათასს, გამოჯანრთელებულთა კი 7 მილიონ 224 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 135 ათასს გადასცდა, თეთრ სახლში ორშაბათს და სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მყოფ ერთ-ერთ კორესპონდენტს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგნა, რამაც შეშფოთება გამოიწვია. კორესპონდენტის ვინაობა არ გამჟღავნებულა და აღინიშნა, რომ ამ პიროვნებას თეთრ სახლში პირბადე ეკეთა და ვირუსის ნიშნები არ აღენიშნებოდა. თეთრ სახლში შესულ კორესპონდენტებს ყოველდღიურად კოვიდ-19-ის ტესტი უტარდება.

ეპიდემიის ევროპის ცენტრად გაქცეულ ინგლისში კი კოვიდ-19-ის გამო ბოლო ერთ დღეში 85 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანი რიცხვი 44 ათას 602-მდე, შემთხვევების რაოდენობა კი 642-ით 287 ათას 621-მდე გაიზარდა.

იტალიაში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაღუპულთა რაოდენობა 12-ით 34 ათას 926-მდე გაიზარდა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 13 ათას 459-მდე შემცირდა, ერთ დღეში დაფიქსირდა დაავადების ახალი 229 შემთხვევა. ამავდროულად, შინაგან საქმეთა მისტრმა ლუსიანა ლამორგესმა სატელევიზიო არხ RAI3-ის ერთ-ერთ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიის, რომელმაც ქვეყანაზე სერიოზულად იმოქმედა, გავლენა შემოდგომაზე გამოჩნდება. სავარაუდოდ, იტალიის ეკონომიკა წეს 12-13%-ით შემცირდება.

საფრანგეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 14-ით 29 ათას 979-მდე, დაავადებულთა კი 621-ით 205 ათას 246-მდე გაიზარდა.

ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო ერთ კვირაში გარდაცვლილთა რიცხვი 10-ით 28 ათას 401-მდე გაიზარდა, დაავადებულთა რიცხვმა კი ბოლო 24 საათში 241-ით 253 ათას 56-მდე მოიმატა.

პორტუგალიაში კოვიდ-19-ით ბოლო 24 საათში 13 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც მთლიანი რიცხვი 1644-მდე გაიზარდა. დაფიქსირებული იქნა დავადების ახალი 418 შემთხვევა.


საკვანძო სიტყვები: #COVID19 , #კოვიდ-19 , #მსოფლიო

მსგავსი ინფორმაციები