მსოფლიოში კორონავირუსისგან 7 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსისგან 7 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

1451744
მსოფლიოში კორონავირუსისგან 7 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
super covid19 7.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი 552 ათასს, დაავადებულთა 12 მილიონ 166 ათასს, გამოჯანრთელებულთა კი 7 მილიონ 64 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, პროცესის ეკონომიკური გავლენის გამო ყოველდღიურად 40 მილიონ დოლარის ზარალი ხდება, ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ავიაკომპანიამ United Airlines-მა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან შესაძლოა 36 ათასი თანამშრომელი სავალდებულო შვებულებაში გაუშვას. United Airlines-ის ხელმძღვანელობის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ მესიჯში აღნიშნულია, რომ კომერციული ავიაცია ისტორიის მანძილზე ყველაზე დამანგრეველ ფინანსურ კრიზისს განიცდის.

ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ მეორე ქვეყნა ბრაზილიაში დაღუპულთა რიცხვმა 68 ათასს, დაავადებულთა კი მილიონ 716 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ევროპის ცენტრ ინგლისში, დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 126-ით 44 ათას 517-მდე, დაავადებულთა კი 630-ით 286 ათას 979-მდე გაიზარდა.

საფრანგეთში კოვიდ-19-ის გამო ბოლო 24 საათში 32 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც მთლიანმა რაოდენობამ 29 ათას 965-მდე, დაინფიცირებულთა კი 663-ით 204 ათას 625-მდე მოიმატა.



მსგავსი ინფორმაციები