ამერიკა კვლავ დაემუქრა ჩინეთს

“ჩინეთს ჰონგ-კონგის ოკუპაცია სურს“

1451799
ამერიკა კვლავ დაემუქრა ჩინეთს

აშშ-მა გამოაცხადა, რომ შესაძლოა სანქციები დაეკისროს ჩინეთს, რომელიც ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, ახლად მიღებულ ეროვნული უსაფრთხოების კანონს ახორციელებს. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა რობერტ ო’ბრაიენმა NBC-ის ტელეარხის ეთერში განაცხადა: ”როგორც ჩანს, უსაფრთხოების საკითხის მომიზეზებით, ჩინეთს ჰონგ-კონგის ოკუპაცია სურს.” მანვე აღნიშნა, რომ ისინი ახლოდან აკვირდებიან ჰონგ-კონგის სტატუსში განხორციელებულ ცვლილებებს. ”თუ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ დააფიქსირებს, რომ ჰონგ კონგი დარჩება ავტონომიური, მაშინ ორივე მხარეს სანქციებს დავაკისრებთ,” აღნიშნა ო’ბრაიენმა. მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ასევე თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ქეილი მაკეანიმ



მსგავსი ინფორმაციები