ჯანმო-ს გენ. დირექტორმა კვლავ პესიმისტური განცხადება გაავრცელა

”პანდემია ძალიან სწრაფად ვრცელდება და აშკარად არ მივაღწიეთ მის პიკს”

1451040
ჯანმო-ს გენ. დირექტორმა კვლავ პესიმისტური განცხადება გაავრცელა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ ღებრესიუსმა განაცხადა: ”კოვდ-19  პანდემია ძალიან სწრაფად ვრცელდება და აშკარად არ მივაღწიეთ მის პიკს.”  ამის შესახებ მან შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ჯანმო-ს შტაბ-ბინაში,  ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს დაავადება სწრაფად გავრცელდა და ფატალურია. “ ამ დაავადების  გაჩენიდან 3 თვის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობა მთელ მსოფლიოში 400 ათასს აღწევდა, როცა ახლა, მხოლოდ შაბათ-კვირას, მსოფლიოში 400000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 11.4 მილიონს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 535,000 ადამიანს მიაღწია. ასე რომ, ეპიდემია აგრძელებს სწრაფ გავრცელებას და პიკს არ მივაღწიეთ. ზოგიერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დაღუპულთა რაოდენობის შემცირებაში, ხოლო ზოგიერთებში სიკვდილიანობა კვლავ იზრდება, ” ხაზგასმით განაცხადა ღებრესიუსმა და დაამატა, რომ ეს ეპიდემია არის ძალიან სერიოზული დაავადება და არც ერთი ქვეყანა არ არის უსაფრთხო



მსგავსი ინფორმაციები