ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს

ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს

1451051
ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრეს,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად აცნობა.

საკითხთან დაკავშირებით ნიუ ჯერსის სენატორმა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტმა ბობ მენენდესმა კოვიდ-19-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება. მან,  ტრამპის რეაგირებას კორონავირუსის პანდემიაზე ქაოტური და არათანმიმდევრული უწოდა.

„ეს არ დაიცავს ამერიკელთა სიცოცხლეს ან ინტერესებს, ამერიკელები დარჩებიან ავად, ხოლო ამერიკა- მარტო“, – დაწერა ბობ მენენდესმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა მიდინარე წლის 14 აპრილს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჩინეთის გვერდით დგომაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ორგანიზაციას დატოვებდა.  



მსგავსი ინფორმაციები