ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა მსოფლიოში 6 მილიონ 741 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა მსოფლიოში 6 მილიონ 741 ათასს გადააჭარბა

1450250
ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა მსოფლიოში 6 მილიონ 741 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო მსოფლიოს მასშტაბით დაღუპულთა რაოდენობამ 540 ათასს, დაავადებულთა 11 მილიონ 746 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 6 მილიონ 741 ათასს გადააჭარბა.

ამერიკის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 132 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3 მილიონ 40 ათასზე მეტი დაავდდა, ეროვნული მასშტაბით პირბადის ტარება სავალდებულო არ გახდება და ამ გადაწყვეტილებას შტატები ცალ-ცალკე მიიღებენ. თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოვიდ-19-ს დაავადებულთა 99%-ისთვის ზაინი არ მოაქვს და ქვეყანაში გარდაცვალების დონე დაბალია. პრეზიდენტმა ტრამპმა კი twitter-ით გაკეთებულ პოსტში აღნიშნა: „აშშ-ში ჩინური ვირუსის ეპიდემიით დაღუპულთა რაოდენობა მსოფლიო სიაში თითქმის ყველაზე დაბალია. მისივე თქმით „შემოდგომაზე სკოლები უნდა გაიხსნას“. ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ პრეზიდენტი ტრამპი ეპიდემიის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა: "მას სურს კორონავირუსის უარყოფა და ეს პირველი დღიდან გააკეთა. მან თქვა, რომ ის გრიპის მსგავსია.“ კუომომ ტრამპი პირბადის არ გაკეთებით და ვითარების სერიოზულობის უარყოფით ეპიდემიის გავრცელების გამოწვევაში დაადანაშაულა.

ეპიდემიის ევროპის ცენტრად გადაქცეულ ინგლისში ბოლო 24 საათში ვირუსის გამო 16 ადამიანი დაიღუპა და მთლიანი რიცხვი 44 ათას  236-მდე გაიზარდა. დაავადებულთა რაოდენობამ კი 352-ით 285 ათას 768-მდე მოიმატა.

იტალიაში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამით დაღუპულთა რიცხვი 34 ათას 869-მდე გაიზარდა. ახალი ტიპის კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდეობა 14 ათას 709-მდე შემცირდა და 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საფრანგეთში ეპიდემიის გამო ბოლო 3 დღეში 27 ადამიანი დაიღუპა, ბოლო 24 საათში კი 176 ადამიანი დაინფიცირდა.

იტალიაში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი 28 ათას 388-მდე გაიზარდა, ბოლო 24 საათში კი 178 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც მთლიანი რაოდენობა 251 ათას 789-მდე ავიდა. ქვეყნის მასშტაბით 47 ადგილზე კოვიდ-19-ის მეორე ტალღა დაფიქსირდა.



მსგავსი ინფორმაციები