ხორვატიის არჩევნებში „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“ გაიმარჯვა
ხორვატიის არჩევნებში „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“ გაიმარჯვა
1449733

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ, „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“, გაიმარჯვა.
სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხმების 91% უკვე დათვლილია, რომლის მიხედვითაც 151 სავარძლიან პარლამენტში უმრავლესობა, „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“ მოიპოვა. პარტია, ხორვატიის დემოკრატიული კავშირის თავჯდომარემ, ანდრეი პლენკოვიჩმან ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნები კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე გაიმართა.