აბასი ტელეფონით ესაუბრა მერკელს

განიხილეს ისრაელ-პალესტინის საკითხი

1449608
აბასი ტელეფონით ესაუბრა მერკელს

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, საერთაშორისო ლეგიტიმაციის საფუძველზე და საერთაშორისო ოთხეულის კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ,   მზად არის ისრაელთან მოლაპარაკების დაწყებისთვის. პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA- ს ცნობით, მაჰმუდ აბასი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და დეტალური ინფორმაციები მისცა ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ, განსაკუთრებით ისრაელის ანექსიის გეგმებთან დაკავშირებით. მანვე აღნიშნა, რომ პალესტინა მზად არის ისრაელთან მოლაპარაკებების დასაწყებად, ოღონდ, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ლეგიტიმურობის ნიადაგზე და საერთაშორისო ოთხეულის კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ. მერკელმა კი აღინიშნა, რომ  გერმანია ისრაელ-პალესტინის პრობლემის მიმართ საკუთარ პოზიციას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესრულებაში და ორ სახელმწიფოებრიობის ფორმატში ხედავს, ამიტომაც დიდ მნიშვნელობას აძლევს მოლაპარაკებების განახლებას



მსგავსი ინფორმაციები