მდინარეში სამგზავრო ნავი ჩაიძირა

პირველადი ინფორმაციებით 6 კაცი დაიღუპა

1449128
მდინარეში სამგზავრო ნავი ჩაიძირა

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში სამგზავრო ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც პირველადი ინფორმაციებით 6 ადამიანი დაიღუპა. ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (SEMA) ლაგოსის ოფისის თანახმად, ნავი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა მდინარე იკოროდოზე, გადაყირავდა და ჩაიძირა. ტრაგედიის ადგილზე მისულმა სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟებმა 6 კაცის ცხედარს მიაგნეს, დაკარგულად გამოცხადებული ათობით ადამიანის ძებნა კი გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები