საფრანგეთის გადამდგარი პრემიერი სასამართლოზე წარდგება
მასთან ერთად გასამართლდებიან ჯანდაცვის ყოფილი და ახლანდელი მინისტრებიც

საფრანგეთში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მართვის საკითში, გამოძიება დაიწყება როგორც ექს პრემიერის ედუარდ ფილიპეს, ასევე ჯანმრთელობის ყოფილი მინისტრების, ოლივიერ ვერანისა და აგნეს ბუზინის საქმეზე. უზენაესი სასამართლოს პროკურორმა ფრანსუა მოლინსმა განაცხადა, რომ ეპიდემიის ცუდად მართვის საკითხში 90 საჩივრის განაცხადიდან 53 გამოიკვლიეს და მათგან 9 მიღებულია რა, მის კვალობაზე გამოძიება დაიწყება ფილიპეს, ვერანისა და ბუზინის წინააღმდეგ. ჯანდაცვის მინისტრმა ბუზინმა, ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობა დატოვა თებერვალში და იგი ოლივიე ვერანმა შეცვალა. ქვეყანაში, რომელიც შეირყა სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით, მისმა პრემიერმა ფილიპემ, გუშინ, გადადგომის მიზნით განცხადება წარუდგინა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და მანაც მიიღო რა ეს გადადგომა, მის ადგილზე ახალ პრემიერად დანიშნა ჯინ კასტექსი
მსგავსი ინფორმაციები
ჯო ბაიდენმა კუბის მიმართ დაწესებული გარკვეული შეზღუდვები გააუქმა
ჯო ბაიდენმა კუბის მიმართ დაწესებული გარკვეული შეზღუდვები გააუქმა

ვიქტორ ორბანი კიდევ ერთხელ იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად არჩეული
ვიქტორ ორბანი კიდევ ერთხელ იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად არჩეული