შეიარაღებული თავდასხმა სარეაბილიტაციო ცენტრზე

24 კაცი დაიღუპა, 7 დაშავდა

1447408
შეიარაღებული თავდასხმა სარეაბილიტაციო ცენტრზე

მექსიკაში, ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 24 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუანჯაატოს პროვინციის ქალაქ ირაპუატოს იმ სარეაბილიტაციო ცენტრზე, სადაც მკურნალობას გადიოდნენ ნარკომანები, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა და 24 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა, რომლებიც სასწრაფოებით გადააგზავნეს ახლომდებარე საავადმყოფოებში. წინასწარი ცნობებით, თავდასხმის მომენტში სარეაბილიტაციო ცენტრში დაახლოებით 35 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან  ზოგიერთებმა გაქცევა მოახერხეს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არავის აუღია



მსგავსი ინფორმაციები