გაერო-ს უშიშროების საბჭომ კოვიდ-19-თან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ კოვიდ-19-თან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
1447708
გაერო-ს უშიშროების საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებით პირველ რეზოლუცია უკვე მიიღო. რეზოლუციაში გაერო, ქვეყნებს მოოუწოდებს საომარი მოქმედებები შეწყვიტონ და თავიანთი ძალისხმევა კოვიდ 19-თან ბრძოლის საკითხებზე გამოიყენონ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცეცხლის სულ მცირე 90-დღიანი შეწყვეტა ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, შეუზღუდავი და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას კორონავირუსის ეპიდემიის დროს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ხმის მიცემა კორონავირუსის გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართა.