თეირანში ერთ-ერთ კლინიკაში აფეთქება მოხდა

თეირანში ერთ-ერთ კლინიკაში აფეთქება მოხდა

1446790
თეირანში ერთ-ერთ კლინიკაში აფეთქება მოხდა

ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარს“-თან საუბარში თეირანის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა პეიმან საბირიანმა განაცხადა, რომ შერიათის პროსპექტზე მდებარე კლინკიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 6 ადამიანი კი დაშავდა.

თეირანის გუბერნატორის მოადგილემ ჰამდი რიზა გუდერზიმ სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #კლინიკა , #ირანი , #თეირანი

მსგავსი ინფორმაციები