არაბეთის გაერთიანებული საემიროები აშშ-ში, თურქეთის საწინააღმდეგოდ ლობირებს
არაბეთის გაერთიანებული საემიროები აშშ-ში, თურქეთის საწინააღმდეგოდ ლობირებს

არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ლიბიაში სიტუაციის მათ სასარგებლოდ შემოსაბრუნებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთის წინააღმდეგ ლობირებს. თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს ინგლისურენოვანმა TRT World-ის არხმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩის ვაშინგტონში, იუსუფ ალ-უტეიბეს ხელმოწერილი ელ.ფოსტა გამოაქვეყნა, რომელშიც ელჩი ამერიკის მთავრობას სთხოვს ლიბიის საკითხში, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. აღნიშნული წერილი ამერიკის ოფიციალურ მთავრობის წარმომადგენლებს 22 ივნისს გადაეგზავნა. ელ.ფოსტაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ლიბიის ოფიციალურმ მათავრობამ ქალაქ სურთის მიუახლოვდნენ და ასევე თურქული საზღვაო ხომალდები თავისი ფლოტით ლიბიის სანაპიროს მიადგა.
ცნობისათვის, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 2014 წლიდან მოყოლებული ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულ არალეგიტიმურ ხალიფა ხაფთარს უჭერს მხარს.