ფაიეზ ალ-სარაჯი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს

ფაიეზ ალ-სარაჯი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს

1445060
ფაიეზ ალ-სარაჯი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა,   ფაიეზ ალ-სარაჯიმ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს   სთხოვა,  დაუყოვნებლად გაგზავნონ გუნდი, რათა გამოიძიონ დანაშაულები, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედმა არალეგიტიმურმა, ხალიფა ხაფთარის ძალებმა ჩაიდინეს. ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მუჰამედ ალ-ქაბლავიმ სოციალურ ქსელ, Twitter-იდან საკითხთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ალ-სარაჯის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ თხოვნაზეა ყურადღება გამახვილებული. განცხადებაში მტკიცედ არის აღნიშნული, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაგზავნილ გუნდს ყოველგვარ საჭირო დახმარებას გაუწევენ. მუჰამედ ალ-ქაბლავი თავის განცხადებაში იმაზეც უსვამს ხაზსს, რომ ხაფთარის ძალების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის მსგავსი ადრე, მხოლოდ და მხოლოდ რუანდაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში და ნაცისტების მხრიდან სხვადასხვა ქვეყნებში იქნა ჩადენილი.

ცნობისათვის, გაერო-ს ლიბიის მხარდამჭერმა კომისიამ 24 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო,  ლიბიაში მიმდინარე მოვლენების შესასწავლად სპეციალურ კომისიას ჩამოაყალიბებს.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ  (გაერო) აღიარებული ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობის (UMH) მხრიდან ხაფთარის ძალებისგან გათავისუფლებულ ტერჰუნის პროვინციაში მასობრივი საფლავები იქნა აღმოჩენილი.

 



მსგავსი ინფორმაციები