ბრიუსელში იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლებები გააპროტესტეს

ბრიუსელში იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლებები გააპროტესტეს

1445061
ბრიუსელში იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლებები გააპროტესტეს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ისრაელის ოკუპაციის ქვეშ მყოფი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლებები და იორდანეს ველის „ანექსიის“ გეგმა გააპროტესტეს.

მრავალი ორგანიზაციის მოწოდებით ასობით აქტივისტი შეიკრიბა ბრიუსელში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად მდებარე ტრონეს მოედანზე.

აქტივისტები გამოვიდნენ ბანერებით წარწერით: "გაუმარჯოს პალესტინას", "არა პალესტინის ტერიტორიის ანექსიას", "ისრაელი კოლონიზაციას ახდენს, პალესტინა ტკივილს განიცდის", "გაუძელი პალესტინა" და მოითხოვეს ისრაელს სანქციები დაუწესდეს.
დემონსტრაციაზე პოლიციამ უსაფრთხოების ინტენსიური ზომები გაატარა.

28 იანვარს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმაში შესული იყო იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე არალეგალური ებრაული დასახლებების „ისრაელის მიწად“ აღიარების და თელ-ავივის იორდანეს ველზე კონტროლის შენარჩუნების მუხლები.



მსგავსი ინფორმაციები