პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის

1444639
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, პოლონეთში  საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.  პირველ ტურში კანდიდატები თუ ხმათა 50+1 პროცენტს ვერ მიიღებენ,  12 ივლისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

წინასწარი გამოკითხვით ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს ანჟეი დუდასა და მის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, დედაქალაქის მერს, რაფალ ტშასკოვსკიას არჩევნებში გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსები აქვთ. გამოკითხულთა 42% მხარს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს უჭერს, ხოლო 28% - მის კონკურენტს.



მსგავსი ინფორმაციები