პატიმრების გაქცევის მცდელობა ტრაგედიით დასრულდა
1 კაცი დაიღუპა, 4 დაშავდა
1444698
სუდანის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პორტ–სუდანში, პოლიციის მხრიდან იმ პატიმრების მიმართ ცეცხლის გახსნის შედეგად, რომლებიც ციხიდან გაქცევას ცდილობდნენ, 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. სუდანში, პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით დაწყებული ქმედება, მალე აჯანყებაში გადაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პატიმრებმა ციხიდან თავის დაღწევის მიზნით, შიდა კედლები დაანგრიეს, კარებები გატეხეს და ასე სცადეს მასობრივი გაქცევა. ამავე ცნობით, რომელიც ეყრდნობა პოლიციურ წყაროებს, ძალოვანების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 1 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 4 კი დაშავდა
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში ძლიერი ნალექის შედეგად ერთ-ერთი ციხის კომპლექსი დაზიანდა და 270-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
ნიგერიაში ძლიერი ნალექის შედეგად ერთ-ერთი ციხის კომპლექსი დაზიანდა და 270-ზე მეტი პატიმარი გაიქცა