ინდოელებს მეხი დაერიათ

116 ადამიანი დაიღუპა, 32 დაშავდა

1443736
ინდოელებს მეხი დაერიათ

ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში, ჭექა-ქუხილიანი თავსხმა წვიმის დროს დაცემული მეხის შედეგად, მთლიანობაში 116 ადამიანი დაიღუპა. გაზეთ Indian Today-ის ცნობით, ბიჰარის ადგილობრივი მთავრობა იტყობინება, რომ ამ პროვინციის სხვადასხვა ნაწილში, მეხის შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, ხოლო კიდევ 24 კაცი, უტტარ პრადეშის პროვინციში დაიღუპა, 12 კი დაშავდა. გარდა ამისა, წყალდიდობის შედეგად მრავალი შენობა დაიტბორა და დაზიანდა. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვათ



მსგავსი ინფორმაციები