ძლიერი მიწისძვრა ოახაკას შტატში
ძლიერი მიწისძვრა ოახაკას შტატში
1442194

მექსიკაში, ოახაკას შტატში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პირველადი მონაცემების მიხედვით მიწისძვრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა 5 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა. მექსიკის სეისმოლოგიის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 2 ნახევარი საათის განმავლობაში კიდევ 147 ბიძგი დაფიქსირდა.
მეორეს მხრივ, ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრის განცხადებით მიწისძვრის სიიძლიერე 7,7 მაგნიტუდა გახლდათ და მექსიკისთვის, გვატემალასთვის, ჰონდურასისთვის და ელ სალვადორისთვის ცუნამის გაფრთხილება გააკეთა.