ტრამპსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ლიბიაში რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა

1441302
ტრამპსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ლიბიაში რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილის ჯუდ დეერის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მისივე თქმით, საუბრის დროს „მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონალური“ საკითხები განიხილეს და დაამატა: „ორივე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს და მხარეთა შორის მოლაპარაკება სწრაფად უნდა განხორციელდეს.“

„პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა მხრიდან სამხედრო ესკალაცია უნდა შეწყდეს რაც შეიძლება მალე, რათა ლიბიაში კონფლიქტი კიდევ უფრო საშიში არ გახდეს.“-განაცხადა დეერმა.



მსგავსი ინფორმაციები