ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

1438418
ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის პირველი დღის სესიების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრები ორიენტირებულები არიან თავშეკავებასა და თავდაცვაზე. მისივე თქმით, სახელმწიფო და არასახელმწიფო მოთამაშეები  დესტაბილიზაციის, დაზიანების და მოკავშირეების განაწილების მცდელობებს აგრძელებენ. სტოლტენბერგმა ისიც თქვა, რომ ნატო მზად არის დაიცვას თავისი წევრები ყოველგვარი საფრთხისგან. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციის დროს, რუსეთის ბირთვული რაკეტების რაოდენობის გაზრდა-გაფართოებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“  შერწყმით მათი დესტაბილიზაციური როლი უფრო იზრდება.


საკვანძო სიტყვები: #მინისტერიალი , #ნატო , #ბრიუსელი

მსგავსი ინფორმაციები