შეიარაღებული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე

დაიღუპა 5, დაიჭრა 3 კაცი

1436104
შეიარაღებული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე

ავღანეთის ჰოსტის პროვინციის ისმაილ ჰილის რაიონში დაუდგენელი შეიარაღებული პირების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.  ჰოსტის პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ადილ ჰაიდარმა განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს ისმაილ ჰილის რაიონის სოფელ დიღანში მდებარე ერთ კერძო სახლზე, რის შედეგადაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 3 კი დაშავდა. “თავდამსხმელებმა შესძლეს გაქცევა და მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია დავიწყეთ“, განაცხადა ჰაიდარმა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია



მსგავსი ინფორმაციები