ბეირუთსა და ტრიპოლში საპროტესტი აქციები გრძელდება

ბეირუთსა და ტრიპოლში საპროტესტი აქციები გრძელდება

1436289
ბეირუთსა და ტრიპოლში საპროტესტი აქციები გრძელდება

ლიბანში ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ საპროტესტი აქციები დედაქალაქ ბეირუთსა და ტრიპოლში გრძელდება.

ბეირუთის ცენტრში შეკრებილმა ათასობით დემონსტრანტმა მაღალი ფასები და ლიბანის ვალუტის დოლართან მიმართებაში გაუფასურება გააპროტესტა.

მომიტინგეები მოითხოვენ კორუმპირებულების გასამართლებას, ქვეყნიდან უკანონოდ გატანილი ფულის დაბრუნებას,  რეჟიმის დამხობას და აცხადებენ, რომ ისინი არ დატოვებენ  ქუჩებს მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები.

ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტრიპოლში გამართულ მიტინგებზე შეკრებილმა ხალხმა განაცხადა, რომ ისინი წინააღმდეგი არიან ძალადობისა და ქაოსისა და აღნიშნეს, რომ  "ტრიპოლი არის მშვიდობის ქალაქი".

მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ ისინი გამოხატვის თავისუფლების ერთგულები არიან, ქალაქში ქაოსის წინააღმდეგი არიან და სათანადო პირებს მისი აღკვეთისკენ მოუწოდეს.



მსგავსი ინფორმაციები