მეამბოხეები დაკარგულ ადგილებს ნაღმავენ
გზაზე ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას დედა ემსხვერპლა, შვილი კი დაიჭრა
ლიბიის აღმოსავლეთში, არალეგიტიმური შეიარაღებული ძალების ლიდერის, მეამბოხე გენერალ ხაფთერს დაქვემდებარებული შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან, დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ დასახლებული პუნქტში, რომელიც მათ დატოვეს ლეგიტიმური მთავრობის არმიის შეტევის შედეგად, გზაზე ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად 1 ქალი დაიღუპა, ხოლო მისი ვაჟი კი დაიჭრა. ლიბიის არმიის პრეს-განყოფილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრიპოლის სამხრეთ ნაწილში მდებარე აინ-ზარას რეგიონის დატოვების დროს ჩადებული ნაღმი, დედა-შვილის გავლის დროს აფეთქდა და დედა დაიღუპა, ვაჟი კი დაიჭრა, რომელიც სასწრაფოდ გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში. ლიბიის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაფტერის ძალების მიერ ჩამონტაჟებული ნაღმების აფეთქებების შედეგად, ბოლო 10 დღის განმავლობაში 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 40 დაშავდა
მსგავსი ინფორმაციები
საფრანგეთში თავსაბურიანი მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცია საგრძნობლად იზრდება
საფრანგეთში თავსაბურიანი მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცია საგრძნობლად იზრდება