ბრიტანეთში ულტრა-მემარჯვენეებსა და ანტირასისტულ ჯგუფებებს შორის დაპირისპირება მოხდა
ბრიტანეთში ულტრა-მემარჯვენეებსა და ანტირასისტულ ჯგუფებებს შორის დაპირისპირება მოხდა
1435496
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში თითქოს და ძეგლების დაცვის მიზნით შეკრებილ ულტრა-მემარჯვენეებსა და ანტირასისტულ ჯგუფებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის დარეგულირებაც სამართლდამცველებს გაუჭირდათ.
მოქალაქეების ნაწილი ომის მემორიალთან და უინსტონ ჩერჩილის ძეგლთან შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები და ფეხბურთის გუნდების ფანკლუბების წევრები. მათ თქვეს, რომ ძეგლებისა და ბრიტანეთის იტორიის სიმბოლოების დასაცავად გამოვიდნენ.
მეორე აქცია რასიზმის წინააღმდეგ გამოსული ათასობით მომიტინგეს მონაწილეობით გაიმართა, რის გამოც ულტრა-მემარჯვენეებთან დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ სიტუაციის დასარეგულირებლად მრავალი ადამიანი დააკავა.