საბერძნეთში ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის კიდევ ერთი აქცია გაიმართა
საბერძნეთში ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის კიდევ ერთი აქცია გაიმართა
საბერძნეთში, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად მოკლული 46 წლის წარმოშობით აფრიკელი ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია გაიმართა.
მთავარი ოპოზიციური პარტია, SYRIZA-ს ორგანიზებით გამართულ აქციაზე შეკრებიმა ასობით ადამიანმა, ათენში აშშ-ს საელჩოს მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. აქციის მონაწილეებმა საელჩოს შენობის წინ, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან თავისუფლების ქანდაკებაზე კისრის არეში მუხლის დაწოლის ამსახველი გადიდებული პორტრეტი დატოვეს და 8 წუთი და 46 წამის განმავლობაში პატივი მიაგეს ჯორჯ ფლოიდს. ჯორჯ ფლოიდი სწორედ ამ ხნის განმავლობაში გაიძახოდა „ვერ ვსუნთქავო“. დაახლოებით ორ საათიანი საპროტესტო აქცია, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დასრულდა.
შეგახსენებთ, რომო 46 წლის წარმოშობით აფრიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა, რომელიც მალე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც გავრცელდა.
მსგავსი ინფორმაციები
კალიფორნიის სანაპიროსთან 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
კალიფორნიის სანაპიროსთან 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა