ბურუნდის პრეზიდენტი გარდაიცვალა

პიერ ნკურუნზიზა ქვეყანას 2005 წლიდან  მართავდა

1432856
ბურუნდის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა 55 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მთავრობის სასახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა გასული კვირის შაბათ დღეს, ფრენბურთის თამაშის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაგრამ ყველა მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პიერ ნკურუნზიზა ქვეყანას 2005 წლიდან  მართავდა. ის მიმდინარე წლის აგვისტოში გადადგომას აპირებდა.

პიერ ნკურუნზიზა გარდაცვალების გამო ქვეყანაში 7 დღიანი გლოვა გამოცხადდა და ამ ხნის განმავლობაში დროშები ნახევრად დაშვებული იქნება.



მსგავსი ინფორმაციები