აშშ-ის მოსახლეობის 80% თვლის რომ ქვეყანამ „კონტროლი დაკარგა“
აშშ-ის მოსახლეობის 80% თვლის რომ ქვეყანამ „კონტროლი დაკარგა“
ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად მოკლილი 46 წლის წარმოშიბით აფრიკელი ჯორჯ ფლოიდის შემდეგ ქვეყანამ „კონტროლი დაკარგა“.
ჟურნალ Wall Street-ის და NBC News-ის მხრიდან ჩატარებული კვლევების თანახმად, რესპუბლიკელთა 48%-ი ამბობს, რომ პროტესტი მათ უფრო მეტს ართმევს, ვიდრე ფლოიდის მკვლელობის პირობებს, ხოლო დემოკრატების 81 პროცენტი პირიქით ფიქრობს. ამავე კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ ჯორჯ ფლოიდის პოლიციის მხრიდან მკვლელობის შემდეგ ქვეყანამ კონტროლი დაკარგა. ამავე კვლევების თანახმად, დემოკრატების 75% აცხადებს, რომ კოვიდ-19 ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და სრული კონტროლის დასამყარებლად წელიწადზე მეტი დრო დასჭირდება, რესპუბლიკელთა 32%, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აცხადებენ, რომ ეპიდემია კონტროლდება. კვლევების მიხედვით ტრამპის მხარდამჭერთა რიცხვი აპრილის თვეშ ერთი პროცენტით შემცირდა და 45%-ზე დავიდა, ხოლო ჯო ბაიდენის მხარდამჭერთა რიცხვი 49%-მდე გაიზარდა.