ჯორჯ ფლოიდს 9 ივნისს ჰიუსტონში დაკრძალავენ
ჯორჯ ფლოიდის ნათესავები და ათასობით ადამიანი დილით ცერემონიისთვის ქალაქ რაეფორდში შეიკრიბნენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდისთვის მინეაპოლისის შემდეგ მეორე ცერემონია მის მშობლიურ ჩრდილოეთ კაროლინაში ჩატარდა.
ფლოიდის ცხედარი მინეაპოლისიდან ჩრდილოეთ კაროლინაში გადაასვენეს.
ჯორჯ ფლოიდის ნათესავები და ათასობით ადამიანი დილით ცერემონიისთვის ქალაქ რაეფორდში შეიკრიბნენ.
ეკლესიის წინ, სადაც ცერემონია უნდა გამართულიყო, გრძელი რიგი შეიქმნა, ტერიტორიაზე საპროტესტო აქციების გამართვა არ დაუშვეს.
ჯორჯ ფლოიდის ცხედარს ბოლოს ტეხასში გადაასვენებენ და 9 ივნისს ჰიუსტონში დაკრძალავენ.
ამავდროულად ფლოიდის პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპვის შემდეგ დაწყებული და ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული საპროტესტო აქციების გამო 34 შტატში 43 ათასზე მეფი ეროვნული გვარდიელი განალაგეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „34 შტატში და (ვაშინგტონში) 43 300-ზე მეტი ეროვნული გვარდიელი მიმდინარე სამოქალაქო არეულობის წინააღმდეგ პოლიციას ეხმარება.“
მინესოტას შტატში 25 მაისს წარმოშობით აფრიკელ ჯორჯ ფლოიდს დაკავების დროს პოლიციელმა კისერზე ფეხი დააჭირა მიუხედავად იმისა, რომ იგი გაიძახოდა „ვერ ვსუნთქავ“, რის გამოც დაიღუპა.
მომხდარმა იმ დღის შემდეგ აშშ-ს ყველა ქალაქში საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებიც დროდადრო ძალადობაში იზრდება.