რა ხდება ამერიკაში ჯორჯ ფლოიდი მკვლელობის შემდეგ?

რა ხდება ამერიკაში ჯორჯ ფლოიდი მკვლელობის შემდეგ?

1430510
რა ხდება ამერიკაში ჯორჯ ფლოიდი მკვლელობის შემდეგ?
abd siyahlarin hayati onemli yazisi.jpg
donald trump.jpg
abd askeri washington.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად მოკლილი 46 წლის წარმოშიბით აფრიკელი ჯორჯ ფლოიდის გასაპროტესტებლად დაწყებული აქციები გრძელდება. აქციების გასაკონტროლებლად ვაშინგტონში გადაყვანილი ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები პოზიციებს ტოვებენ  და ბაზებს უბრუნდებიან. საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი (პენტაგონი), ავრცელებს.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუბერნატორებს, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული აქციების გამო  ისევ აკრიტიკებს. ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა: „ვიმედოვნებ, რომ ეროვნულ გვარდიას გამოიძახებთ. ამისათვის ჩემთან დარეკვა ნუ  მოგერიდებათ, შეგვიძლია ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ, ისევე, როგორც მინეაპოლისში“. მან ასევე წარმოშობით აფრიკელი მოქალაქეებისათვის გადადგმული ნაბიჯების შესახებაც ისააუბრა და დაამატა: „არავის გაუკეთებია იმდენი საქმე, როგორც ტრამპმა გააკეთა შავკანიან საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, რომ ჯორჯ ფლოიდი ზემოდან გვიყურებს და ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით რაც გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში,  შესანიშნავია. დღეს თანასწორობის თვალსაზრისით შესანიშნავი დღეა“.

შეგახსენებთ, რომო 46 წლის წარმოშობით აფრიკელი  ჯორჯ ფლოიდი  25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა, რომელიც მალე მთელმა ქვეყანამ მოიცვა. 


საკვანძო სიტყვები: #ჯორჯ ფლოიდი , #ამერიკა

მსგავსი ინფორმაციები