ალ-ქაიდეს ლიდერი მალიში ლიკვიდირებულია

იგი 3 ივნისის სპეცოპერაციის დროს იქნა მოკლული

1430553
ალ-ქაიდეს ლიდერი მალიში ლიკვიდირებულია

საფრანგეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკის ჩრდილოეთში მდებარე მალის სახელმწიფოში მოქმედ  რადიკალურ ტერორგანიზაცია ალ-ქაიდაზე (AQIM ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ამ ტერორგანიზაციის ლიდერი მალიში, აბდელმელაკ დრუკდალი ლიკვიდირებულ იქნა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ, სოციალური მედიის ანგარიშში თქვა, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და G5 საჰარის ქვეყნების ლიდერები კატეგორიულები არიან საჰარის რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. პარლისვე განცხადებით, დრუკდალი და მისი ახლო მეგობრები მოკლულ იქნენ საფრანგეთის და მისი მოკავშირე ქვეყნების ჯარების მიერ 3 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს და რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები დაეშის წინააღმდეგაც გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები