ფლოიდის მკვლელობისთვის დაკავებული 4 პოლიციელიდან სამს 750 ათასი დოლარის გირაო შეუფარდეს

ფლოიდის მკვლელობისთვის დაკავებული 4 პოლიციელიდან სამს 750 ათასი დოლარის გირაო შეუფარდეს

1429838
ფლოიდის მკვლელობისთვის დაკავებული 4 პოლიციელიდან სამს 750 ათასი დოლარის გირაო შეუფარდეს

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონის მერმა მურიელ ბოუზერმა განაცხადა, რომ წარმოშობით აფრიკელი, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის მხრიდან მკვლელობის შემდეგ დაწყებუი საპროტესტო გამოსვლების გამო ქალაქის გარშემო განლაგებული სამხედროები უნდა გავიდენენ.

ბოუზერმა პოლიციის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ბოლო 2 ღამის განმავლობაში „არეულობის“ გარეშე ჩავლილი ჯორჯ ფლოიდის საპროტესტო გამოსვლები შეაფასა.

”ჩვენ გვინდა, რომ ვაშინგტონში სხვა შტატებიდან ჩამოსულმა ჯარისკაცებმა დატოვონ ქალაქი”, - თქვა ბოუზერმა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ქალაქ ვაშინგტონში მძიმე შეიარაღებით სამხედროებისა და უსაფრთხოების ძალების შეყვანის შემდეგ ქალაქში საპროტესტო აქციებზე დაძაბულობა შემცირდა და აქციები „მშვიდობიანი“ ფორმით გაგრძელდა.

ამავდროულად, ფლოიდის მკვლელობისთვის დაკავებული 4 პოლიციელიდან სამს 750 ათასი დოლარის გირაო შეუფარდეს.

ფლოიდის მკვლელობაში დახმარების ბრალდებით დაკავებული ტო ტაო, თომას ლეინი და ალექსანდრ ქუენგი ჰენეპინის საოლქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე წარდგნენ.

მოსამართლე პოლ სკოგინმა ეჭვმიტანილებს 750 ათასი დოლარი გირაო შეუფარდა და მომდევნო პროცესი 29 ივნისს დანიშნა.

აღნიშნული პირები, დაკავებული ფლოიდის კისერზე ფეხის დაჭერით მკვლელობს შემდეგ დერეკ ჩაუვინთან ერთად მომხდარიდან 24 საათის გავსლამდე პოლიციიდან გაათავისუფლეს.

ჩაუვინი გასულ კვირაში ჰენეპინის საოლქო პროკურატურის მიერ მესამე ხარისხის მკვლელობაში ბრადლებით იქნა დაკავებიული, თუმცა საქმე მინესოტას გუბერნატორმა შტატის გენერალურ პროკურორს ქეით ელისონს გადასცა, რის შემდეგაც ბრალდება მეორე ხარისხის მკვლელობამდე დამძიმდა.

მომხდარი ფაქტი იმ დღის შდმდეგ აშშ-ს ყველა ქალაქში საპროტესტო აქციებს იწვევს, რომლებიც დროდადრო ძალადობაში გადადის.

 



მსგავსი ინფორმაციები