ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია გაიმართა ათენშიც

ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია გაიმართა ათენშიც

1429550
ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია გაიმართა ათენშიც

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში  პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვლილი 46 წლის აფროამერიკელი  ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი აქცია გაიმართა საბერძნეთშიც.

სოციალური მედიის საშუალებით შეკრებილმა დემონსტრანტებმა ათენში, აშშ-ს საელჩოს წინ  შეიკრიბნენ, რომლებმაც პოლიციის ძალადობა და ამერიკის მთავრობა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები „ძირს ამერიკა“, „ამერიკა შენ, საბერძნეთში არ უნდიხარ“ წარწერიან ბანერებით გადაადგილდებოდნენ, როდესაც პოლიციამ  მათ დაშლისკენ მოუწოდა, რის გამოც დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის  მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ბომბები გამოიყენა, დააკავეს 7 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომო 46 წლის აფროამერიკელი  ჯორჯ ფლოიდი  25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა, რომელიც მალე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც  გავრცელდა.



მსგავსი ინფორმაციები