ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი აქცია გაიმართა დიდ ბრიტანეთშიც
ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი აქცია გაიმართა დიდ ბრიტანეთშიც
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვლილი 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ლონდონშიც.
ჰაიდ-პარკში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა აქედან პარლამენტის მოედნისკენ მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები „შავკანიანთა სიცოცხლე ღირებულია“, „სამართლის გარეშე, მშვიდობა შეუძლებელია“, „ინგლისიც არ არის უდანაშაულო“ სახის ლოზუნგებს სკანდირებდნენ. საპროტესტო აქციების დროს მციდერი დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის.
შეგახსენებთ, რომო 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა, რომელიც მალე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც გავრცელდა.