ამერიკაში სიტუაცია დღითიდღე მწვავდება

ამერიკაში სიტუაცია დღითიდღე მწვავდება

1429100
ამერიკაში სიტუაცია დღითიდღე მწვავდება

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად მოკლილი 46 წლის აფროამერიკელი  ჯორჯ ფლოიდი გასაპროტესტებლად დაწყებული აქციები 10 დღეა გრძელდება და შეიძლება ითქვას რომ, ამერიკა ქაოსმა მოიცვა. მთავრობა კი იმის მინიშნებებს აკეთებს, რომ დემონსტრანტებზე კიდევ უფრო გამძაფრებულ ძალას გამოიყენებს.  

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი მხარს არ უჭერს ამბოხების შესახებ კანონის გამოყენებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს სამხედროები გამოიყენოს აქციის მონაწილების დასაშლელად. სააგენტო AP-სთან ინტერვიუს მიმცემმა ერთ-ერთმა თავდაცვის სამდივნოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის რეგიონში განთავსებული ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ეტაპობრივად ტოვებენ პოზიციებს და ბაზებს უბრუნდებიან.

ამერიკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ტრამპი საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალას „ამბოხების კანონის“  საფუძველზე გამოიყენებს.

ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ხშირია ფაქტები დემონსტრანტთა მხრიდან ვანდალიზმისა და ძარცვის.

რაც შეეხება  ჯორჯ ფლოიდის მკვლელ  პოლიციელს,  სასამართლოს წინაშე 8 ივნისს წარსდგება.

შეგახსენებთ, რომო 46 წლის აფროამერიკელი  ჯორჯ ფლოიდი  25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა, რომელიც მალე მთელმა ქვეყანამ მოიცვა.  



მსგავსი ინფორმაციები