აშშ-ში პრაიმერები გრძელდება

დემოკრატმა ბაიდენმა უკვე 1828 დელეგატის ხმა მოიპოვა

1428594
აშშ-ში პრაიმერები გრძელდება

ამერიკული ახალი ამბების სააგენტოს, AP-ს მიერ გამოცხადებული უახლესი შედეგების თანახმად, დემოკრატთა ერთადერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა,წინასწარი არჩევნები, ე.ი. პრაიმერები მოიგო დედაქალაქ ვაშინგტონში და კიდევ 8, აიოვას, მონტანას, ნიუ–მექსიკოს, სამხრეთ დაკოტას, მერილენდის, პენსილვანიის, როდ აილენდის და ინდიანასა შტატებში, რითაც ძალზედ მიუახლოვდა პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატობისათვის საჭირო დელეგატთა რაოდენობის ბარიერს. მოკლედ, ამ შედეგებით, ბაიდენმა მოიპოვა 1828 დელეგატის ხმა, როცა სულ 1909 ხმაა საჭირო. დემოკრატები  პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად გამოაცხადებენ 17 აგვისტოს, ვისკონსინის პროვინციაში მდებარე ქალაქ მილივაკში დაგეგმილ მიტინგზე. აშშ-ში მორიგი არჩევნები დანიშნულია 2020 წლის 3 ნოემბრისათვის და გამარჯვებული თეთრ სავარძელში 2021 წლის 20 იანვარს ჩაჯდება



მსგავსი ინფორმაციები