ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ქაოსი გრძელდება
ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ქაოსი გრძელდება
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად მოკლილი 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გასაპროტესტებლად დაწყებული აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა და შეიძლება ითქვას რომ ამერიკა ქაოსმა მოიცვა. საპროტესტო გამოსვლების გამო ვაშინგტონსა და ნიუ-იორკის ჩათვლით მრავალ ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა.
მეორეს მხრივ, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასატურა, რომ ჯორჯ ფლოიდი მოკლულია. ექსპერტიზის ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფლოიდის სიკვდილი გამოიწვია „კისრის არეში დაწოლამ“. მისი დაკრძალვის ცერეონია ხუთშაბათ გაიმართება.
ვაშინგტონის მერმა ქალაქში კომენდანტის საათის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ხშირია ფაქტები დემონსტრანტთა მხრიდან ვანდალიზმისა და ძარცვის.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა და მერმა განაცხადეს, რომ კომენდანტის საათი ქალაქში სიტუაციის დარეგულირების მიზნით დააწესეს. გუბერნატორის გადაწყვეტილებით ქალაქში უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოყვანილი 4000 პოლიციელის ნაცვლად ეს რიცხვი 8000-მდე გაიზარდა.
სრული ქაოსი იყო გუშინაც, დაფიქსირდა დემონსტრანტთა მხრიდან ვანდალიზმისა და ძარცვის მრავალი ფაქტები.
მეორეს მხრივ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუბერნატორებთან ვიდეოკონფერენციის მეთოდით შეხვედრა გამართა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპმა გუბერნატორები „სისუსტეში“ დაადანაშაულა და მათ მოუწოდა, რომ აქციის მონაწილეების მიმართ უფრო მკაცრს ზომებს მიმართონ.
ტრამპის პოზიციას იზიარებს თეთრი სახლიც და გუბერნატორებს მოუწოდებს, რომ ამერიკული საზოგადოების დასაცავად უფრო მეტი ეროვნული გვარდია განათავსონ.
საპროტესტო აქციების დროს ჩიკაგოში ორი ადამიანი დიაღუპა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდნენ TRT World-ის გადამღები ჯგუფიც.
რაც შეეხება ჯორჯ ფლოიდის მკვლელ პოლიციელს, სასამართლოს წინაშე 8 ივნისს წარსდგება.
შეგახსენებთ, რომო 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონია ხუთშაბათს გაიმართება.