ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი აქცია გაიმართა გერმანიაშიც

ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი აქცია გაიმართა გერმანიაშიც

1426641
ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი აქცია გაიმართა გერმანიაშიც

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში  პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვლილი 46 წლის აფროამერიკელი  ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი აქცია გაიმართა გერმანიაშიც. სოციალური მედიის საშუალებით შეკრებილმა მოსახლეობამ ბერლინში, აშშ-ს საელჩოს წინ  შეიკრიბნენ.  აქციის მონაწილეებმა „თეთრების დუმილი ძალადობაა“, „სამართალი ფლოიდისთვის“, „მშვიდობა, სამართლის გარეშე შეუძლებელია“, „აფროამერიკელების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ და სხვამსგავს ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

შეგახსენებთ, რომო 46 წლის აფროამერიკელი  ჯორჯ ფლოიდი  მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.



მსგავსი ინფორმაციები