„დიდი შვიდეულის“  სამიტი  გადადო

„დიდი შვიდეულის“  სამიტი  გადადო

1426520
„დიდი შვიდეულის“  სამიტი  გადადო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მასპინძლობით მომავალ თვეში გასამართი „დიდი შვიდეულის“ სამიტი სექტემბრის თვისთვის გადაიდო. საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ტრამპმა ფლორიდიდან დაბრუნების დროს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. „G7 სამიტი სექტემბერში გაიმართება და მასზე რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის ლიდერების მიოწვევაც მსურს“ განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ G7 სამიტი 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო მისი გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. G7-ში კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და აშშ არიან გაწევრიანებული.


საკვანძო სიტყვები: #გადაიდო , #სამიტი , #G7

მსგავსი ინფორმაციები