აშშ-ში პოლიიის ძალადოის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები პერმანენტულ სახეს ღებულობს

აშშ-ში პოლიიის ძალადოის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები პერმანენტულ სახეს ღებულობს

1426481
აშშ-ში პოლიიის ძალადოის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები პერმანენტულ სახეს ღებულობს
donald trump.jpg
abd floyd gosteriler2.jpg
abd floyd gosteriler1.jpg
abd floyd gosteriler.jpg

ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლიციელის მიერ აფროამერიკელი  ჯორჯ ფლოიდის  მკვლელობის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები უკვე პერმანენტულ სახეს ღებულობს. მიმდინარე მოვლენების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სიტუაციის დასარეგულირებლად  ეროვნული გვარდია მზად არის.

ფლოიდის მკვლელობის გამო სამსახურიდან რამდენიმე სამართალდამცველი გაათავისუფლეს, ხოლო პოლიციის 4 ყოფილი ოფიცერი დააკავეს.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, საპროტესტო აქციები აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება. აქცია გუშინ თეთრ სახლთანაც გაიმართა. აქციების  დროს ხშირად ხდება პოლიციასა და მომიტინგეებს შოროს დაპირისპირება.

მეორეს მხრივ, პენტაგონმა ფლოიდის მკვლელობის შემდეგ განვითარებული მოვლენების დასარეგულირებლად, მინეაპოლისის მმართველებს დახმარებისათვის მზადყოფნა აღუთქვა.  

შეგახსენებთ, რომო 46 წლის აფროამერიკელი  ჯორჯ ფლოიდი  მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.

აშშ-ის 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 



მსგავსი ინფორმაციები