ტრამპი: ”ჩვენ ვასრულებთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან”

ტრამპი: ”ჩვენ ვასრულებთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან”

1426084
ტრამპი: ”ჩვენ ვასრულებთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან”

”ჩვენ ვასრულებთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან” - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ სურს ”ღია და კონსტრუქციული” ურთიერთობა ჩინეთთან, მაგრამ ამის გაკეთებისას უნდა დაიცვას ეროვნული ინტერესები.

„ჩინეთის მთავრობამ ჩვენთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა. ამ აშკარა ფაქტების უგულებელყოფა ან გვერდზე გადადება შეუძლებელია.“-აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სურთ დაიცვან აშშ-ს "ინტელექტუალური საკუთრება" და დაამატა: "ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო კვლევების უკეთესად დაცვისათვის ვაჩერებთ ზოგიერთი უცხოელის შემოსვლას ჩინეთიდან, რომლებსაც პოტენციურ საფრთხეებად მივიჩნევთ."

ტრამპმა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიაზე პასუხისმგებლობა ჩინეთს დააკისრა და თქვა: „ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა არ შეასრულეს შეტყობინების პასუხისმგებლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ და  მსოფლიოს შეცდომაში შესაყვანად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე ზეწოლა მოახდინეს... ჩინეთს ჯანმო-ზე აბსოლუტური გავლენა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჯანმო-ს ყოველწლიურად თითქმის 450 მილიონი დოლარის ფონდს უყოფს, ჩინეთმა მას მხოლოდ 40 მილიონი დოლარი გადაუხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არსებითი რეფორმების გატარება ვთხოვეთ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე. დღეს ჩვენ ვასრულებთ ურთიერთობას ჯანმო-სთან, რადგან მან არ განახორციელა საკმაოდ საჭირო რეფორმები. ჩვენ ამ ორგანიზაციისთვის გამოყოფილ თანხებს გამოვიყენებთ გადაუდებელი გლობალურ ჯანდაცვის შემთხვევებში, რომლებიც ამას იმსახურებენ.“



მსგავსი ინფორმაციები