„ტრამპი ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების მთლიანად გაყვანას გეგმავს“
„ტრამპი ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების მთლიანად გაყვანას გეგმავს“
გავრცელებმული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ავღანეთიდან ყველა ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.
გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მაღალჩინოსნები ტრამპს საკითხთან დაკავშირებით ფრიფინგს გაუმართავენ. ამავე ინფორმაციით, ტრამპს ავღანეთის მთლიანად დატოვება, მიმდინარე წლის ნოემბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების წინ სურს, მაგრამ, პენტაგონი უფრო ნელ და გეგმიურ პროგრამას სთავაზობს.
საკითხთან დაკავშირებით პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანიმ განაცხადა, რომ მათი გეგმა, აშშ-სა და თალიბანს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გრძელდება რა, ავღანეთში ჯარების რაოდენობის 8 600-მდე შენცირებას აპირებენ.
თემასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა: „მსურს ჩვენი ჯარისკაცები რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ სამშობლოში“. ტრამპმა სირიის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და დაამატა: „სირიაში, თურქეთის საზღვრიდან ჩვენი ჯარისკაცების გამოყვანა, ყველამ „საშინელად“ შეაფასა. გუშინ პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვესაუბრე და მან თქვა, რომ საზღვარი ჩვენს გარეშე უფრო კარგად არის. ჩვენ, თურქეთ-სირიის საზღვარს ვიცავდით. ახლა გვსურს, რომ ჩვენი სამხედროები სახლში დაბრუნდნენ. ერთი წლის წინ როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ყველა მაკრიტიკებდა, ახლა ისინი საკუთარ საზღვარს იცავენ.“
მსგავსი ინფორმაციები
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება