ჯამუ ქაშმირში სისხლისღვრა გრძელდება

ბოლო შეტაკებაში მინიმუმ 2 მეამბოხე იქნა ლიკვიდირებული

1423587
ჯამუ ქაშმირში სისხლისღვრა გრძელდება

ინდოეთის კონტროლ ქვეშ მყოფ ჯამუ-ქაშმირის რეგიონში,  დამოუკიდებლობის მომხრე აჯანყებულებსა და ინდოეთის უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარ შეტაკებაში მინიმუმ ორი ტერორისტი დაიღუპა.  რეგიონალური პოლიციის უფროსმა ვიჯეი კუმარმა განაცხადა, რომ ქალაქ კულგამში უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული სპეც-ოპერაციის დროს ორი ბოევიკი მოკლეს, ხოლო ამის პარალელურად მათ კუთვნილ მრავალ უკანონო იარაღსა და საბრძოლო მასალას კონფისკაცია გაუკეთეს. კუმარმა ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია ჰანჯი პორას მახლობელ კუდის დასახლებაში გრძელდება. ამავე ინფორმაციით, ახალი წლის აქეთ წარმოებულ ოპერაციებში ლიკვიდირებულ იქნა 75 მეამბოხე, ხოლო მეამბოხეებისადმი დახმარების გაწევის ბრალდებით 95 ადამიანი კი დააპატიმრეს



მსგავსი ინფორმაციები