„ვაგნერს“ ლიბიიდან დაქირავებული მებრძოლები სად მიჰყავს?
„ვაგნერს“ ლიბიიდან დაქირავებული მებრძოლები სად მიჰყავს?
ლიბიაში, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში განლაგებული არალეგიტიმური ხალიფა ხაფთარის მთავარი მხარდამჭერი, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” დაქირავებულმა მებრძოლებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს.
ლიბიის არმიის პრესსპიკერის პოლკოვნიკ მუჰამედ კუნუნუს მხრიდან სოციალურ ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანი-ვალიდის აეროპორტიდან ვაგნერმა 1500-1600 დაქირავებული მებრძოლის ევაკუაცია 7 კარგოს ტიპის თვითმფრინავით განახორციელა რა, თუ სად წაიყვანა ისინი, ამ დროისათვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი, უფრო კონკრეტულად კი ვლადიმერ პუტინის ყოფილი მზარეულის ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ცნობილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები სირიაში, უკრაინაში, ლიბიაში და აფრიკის სხვა ქვეყნებში ხშირად იჩენენ თავს.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთსა და აშშ-ს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სირიაში არსებული ბოლოდროინდელი ვითარება
თურქეთსა და აშშ-ს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სირიაში არსებული ბოლოდროინდელი ვითარება