შვეცია უკვე გადავიდა 5G-ს ქსელის გამოყენებაზე
იგი 4G-ს ქსელზე10 ჯერ უფრო სწრაფია

შვედური ტელეკომუნიკაციების კომპანია Tele2-მა განაცხადა, რომ ისინი საჯაროდ გადავიდნენ 5G-ზე. Tele2-ის გენერალურმა დირექტორმა ანდერს ნილსონმა, წერილობით გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ 5G-ს საბაზო სადგურები გააქტიურებულ იქნა დედაქალაქ სტოკჰოლმში, გეტებორგსა და მალმოში და ივნისში, ახალი თაობის ტელეფონების მომხმარებლები, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გადახდის გარეშე დაიწყებენ 5G-ს ქსელის სერვისებით სარგებლობას. მისივე თქმით, ისინი არიან შვედეთში პირველი ოპერატორები, რომლებმაც თავის დროზე დაიწყეს 4G-ს ქსელით სარგებლობა. ”ათი წლის შემდეგ კი, ჩვენ ვართ ქვეყანაში ისევ პირველები, რომლებმაც დავიწყეთ გლობალური სტანდარტების შესაბამისად 5G-ს ქსელზე გადასვლა“, განახადა ნილსონმა. ახალი თაობის უსადენო ტელეფონების ტექნოლოგია 5G, მეოთხე თაობის ტექნოლოგიის მონაცემთა გადაცემის სიჩქარეზე, დაახლოებით 10-ჯერ უფრო მეტი სიჩქარით გადაცემას ითვალისწინებს
მსგავსი ინფორმაციები

უკრაინაში რუსული არმიის თავდასხმების შედეგად 231 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსული არმიის თავდასხმების შედეგად 231 ბავშვი დაიღუპა და 427 დაშავდა